კადრებზე აღბეჭდილია ის ადგილები, სადაც დაპირისპირება მოხდა, ასევე ნაჩვენებია ნივთმტკიცებები, რომლებიც საქმეში დევს, მათ შორის დანა, რომლითაც მოზარდები მოკლეს.
პროკურატურის ცნობით, გამოძიება პირველივე დღიდან მოუწოდებდა ყველას, რომ ეთანამშრომლათ გამოძიებასთან, თუმცა ყველამ არ ითანამშრომლა.
პროკურატურის ცნობით, შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს სამედიცინო მაკრატელიც, თუმცა ამ მაკრატლით ჭრილობები მიყენებული არ ყოფილა, არამედ ეს მაკრატელი მედპერსონალს დარჩა.
საქმეში მაკრატლის არსებობის შესახებ ცნობები ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელდა. საქმეში მკვლელობის იარაღად სხვა საგნის გამოყენების ალბათობაზე ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილიც საუბრობდა.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.