ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვა დასრულდა. მოსამართლე ეკა არეშიძე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა. სისხლის სამართლის მოსამართლე განაჩენს ხვალ 11:00 საათზე გამოაცხადებს. ხვალინდელ სხდომაზე მოსამართლე მხოლოდ ბრალდებულებთან დაკავშირებით განსაზღვრავს გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს თუ გამამართლებელს. ამის შემდეგ კი მოსამართლე კიდევ ერთ სხდომას ჩანიშნავს, სადაც თუ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, ბრალდებულებს სასჯელის ვადას განუსაზღვრავს.
კომენტარები