სამართალდამცველები ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლს ჩხრეკენ. როგორც შსს-ში აცხადებენ, საგამოძიებო მოქმედება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტს უკავშირდება. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარები