გავრცელებული ინფორმაციით, ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს ლომერ ჟორჟოლიანსა და ძიუდოისტებს შორის, გუშინ გვიან ღამით შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ძიუდოისტი სოსო წელაური დაიჭრა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის დროს, ადგილზე იმყოფებოდნენ ძიუდოისტები ვარლამ ლიპარტელიანი და ლომერ ჟორჟოლიანი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოსო წელაურს ლომერ ჟორჟოლიანმა ესროლა. „კვირა“ დამატებით დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
კომენტარები