ძიუდოისტებს შორის დაპირისპირების საქმეზე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაკავებული ლომერ ჟორჟოლიანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ამის შესახებ 1tv წერს.
სასამართლო განხილვა 13:00 საათზე არის დაგეგმილი და მას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაკა გველესიანი წარუძღვება.
ძიუდოისტებს შორის დაპირისპირების დროს დაკავებულ ლომერ ჟორჟოლიანს ბრალი გუშინ წარუდგინეს.
31 მაისს, გვიან ღამით, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მომთხოვნ სპორტსმენებს ცეცხლი გაუხსნეს ფედერაციის თანამშრომლებმა.
სპორტსმენების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატიდან ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დაბრუნდნენ.
თელ-ავივიდან ნაკრების დაბრუნების შემდეგ დავით ქევხიშვილმა სამწვრთნელო შტაბი დაითხოვა.
შედეგად, დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობიდან გადადგა.