ინდონეზიის ქალაქ სურაკატაში თვითმკვლელი ტერორისტი პოლიციის განყოფილებას თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად პოლიციის ოფიცერი დაიჭრა. თავდამსხმელი დაიღუპა. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი შენობაში შევიდა და დაცვას უთხრა, რომ სასადილოში მიდიოდა. შემდეგ მან თავი აიფეთქა. პოლიცია ეჭვობს, რომ თავდასხმის უკან „ისლამური სახელმწიფო“ დგას.
კომენტარები