9 ივნისს, დილის 10:00-დან 18:00 საათამდე სამშენებლო სამუშაოების გამო, თამარ მეფის ხიდის პანდუსი გადაიკეტება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
“თამარ მეფის ხიდის პანდუსზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები განპირობებულია პანდუსის ავარიულობით. კერძოდ, დაზიანებულია ბურჯი, საყრდენი და ამორტიზებულია კოჭები”, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.
სამუშაოებს შპს „ენ სი სი“ აწარმოებს. რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 200 000 ლარი დაიხარჯება.
კომენტარები