ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საზოგადოების ნაწილში გავრცელებულ აზრს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მისი შვილი, თითქოსდა, მოძალადე იყო.
მან ჟურნალისტებთან საუბრისას, სკოლის ადმინისტრაციას მიმართა და მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ გამოააშკარაონ მისი შვილის ვინაობა, უარყონ ან დაადასტურონ ეს ინფორმაცია.
“ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ჩემი შვილი მოძალადე იყო, ვიღაცას ტუალეტში თავს აყოფინებდა, ყოფილა გამომძალველი. მივმართავ პირდაპირ 51-ე სკოლის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ გამოააშკარაოს ჩემი შვილის ვინაობა, თუ იყო მოძალადე ესეც თქვან, არ დამალონ არაფერი. თუ ამ სკოლაში ასეთი რაღაცები ხდებოდა, დამეთანხმებით, სკოლის პასუხისმგებლობა ეგრევე ხდება. ხოლო თუ არ იყო მოძალადე ეგეც პირდაპირ თქვან. მე მათი მხრიდან ამ საკითხზე აქტიურობას ვერ ვხედავ. მათ ჩემი შვილის სულის სიწმინდე უნდა დაიცვან”, -განაცხადა ზაზა სარალიძემ.