ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ მორჩაძის ადვოკატი, ზაალ თავაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და დუმილის უფლებას იყენებს.
ადვოკატის თქმით, მორჩაძის შსს-დან წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანის შემდეგ მასთან კონტაქტი არ ჰქონია. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. როცა ბრალს წარუდგენენ, მერე უკვე შევხედავთ და ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ.
ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული და სუბელიანი ერთმანეთს არ იცნობენ. თუმცა მირზა სუბელიანიც კალანდიას ნათესავია.
კომენტარები