მილანში საქართველოს მოქალაქე იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი 29 წლის მამაკაცი ერთ-ერთ რკინიგზის სადგურზე გამვლელებს იარაღით ემუქრებოდა. დაპატიმრების დროს მამაკაცმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა. ჩხრეკის დროს მას კიდევ ერთი პისტოლეტი აღმოაჩნდა. ორივე იარაღი 2015 წელს იყო მოპარული.
კომენტარები