ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს ბრალი წარუდგინეს.
„დღეს, სავარაუდოდ, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შერჩევის მოთხოვნით, შუამდგომლობით. ჩვენთვის ჯერ-ჯერობით უცნობია ბრალდების მხარის პოზიცია, ჩვენი რეაგირებაც შესაბამისი იქნება და რა თქმა უნდა, არ დავეთანხმებით პატიმრობას, ხოლო რაც შეეხება საქმის მასალებს, ხელწერილი მაქვს დადებული საქმის საგამოძიებო მასალების გაუხმაურებლობაზე, ასე რომ, ნუ ჩამეძიებით“, – განუცხადა ადვოკატმა ინგა ჩალაურმა ჟურნალისტებს.
კომენტარები