პარლამენტის წევრი, „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელი ანი მიროტაძე იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნებზე კანდიდატები არ იკადრებენ ადამიანების მოსყიდვას, – ამის შესახებ მიროტაძემ “კვირაში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„შევარდნაძის დროინდელი და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კარგად ათვისებული“ პრაქტიკა გაიხსენა, როდესაც არჩევნების გაყალბება ხდებოდა და ადამიანებს აიძულებდნენ, რომ მათი არჩევანი თუნდაც ორი კილოგრამი შაქრის სანაცვლოდ გაეკეთებინათ. „იმედი მაქვს, რომ კანდიდატები ადამიანებს არ აკადრებენ მოსყიდვას. ჯერჯერობით არ მაქვს ამის არცერთი ფაქტი, თუმცა ეს იყო ჯერ კიდევ შევარდნაძის დროინდელი ტრადიცია, რომელიც უფრო კარგად აითვისა „ნაციონალურმა მოძრაობამ”, გახსოვთ მაშინ, რომ ზეწოლების პარალელურად ხდებოდა ორ კილოგრამ შაქარზე და ორ ლიტრ ზეთზე ხმების მიღება მოქალაქეების მხრიდან. იმედს ვიტოვებ, რომ ისინი მათ მახინჯ პრაქტიკას არ გააგრძელებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოუწოდებთ, რომ ამაზე პასუხი აგონ. მოსყიდვა ეს არის დანაშაული, მეორე კი ეს არის შეურაცხყოფა, როდესაც შენი ქვეყნის მოქალაქეს არჩევანის ყიდვას სთავაზობ. დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ იაფფასიანი პოლიტიკური გეგმების განხორციელების შესაძლებლობის მისცემენ გარკვეულ პოლიტიკურ ლიდერებს და სუბიექტებს, საქართველოში აღარ არის“,- განაცხადა მიროტაძემ.