ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ქვეითი  გზაზე გადასვლას ცდილობდა. მამაკაცს “ფორდის” სატვირთო დაეჯახა, ის მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება ს276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
		კომენტარები
		
			    				    	
					