მინდა ქართველ ხალხს მივულოცო პირველი ოქტომბერი, ცხადია ეს არ გახლავთ კონკრეტული მმართველი გუნდის პარტიის გამარჯვება, ეს არის საქართველოს გამარჯვება, ქართველი ხალხის გამარჯვება, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ.
მისივე თქმით, დღესაც კარგად ახსოვთ საქართველოს მოქალაქეებს რამდენი ბრძოლა, ტკივილი და რამდენი დაკარგული საქართველოს მოქალაქე ჰყავს იმ ბრძოლებს, რაც სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმის შეცვლას უკავშირდებოდა.
„პირველი ოქტომბერი არის ქართველი ხალხის გამარჯვება. ბოლო პერიოდში გარკვეული ტიპის პროპაგანდა დაიტრენდა, აქტუალურია სოც.ქსელებში იმ სარედაქციო პოლიტიკის მედიებში, რომელთაც სურს ხელისუფლების შეცვლა რომ საუბარია ისევ 9 წლიან რეჟიმზე. იმ პერიოდში ჩვენ გვქონდა ერთ-ერთი სასტიკი ციხე 21-ე საუკუნეში, ესეც არის ერთ-ერთი ინდიკატორი, რასთან ბრძოლაც უწევდა ქვეყანას და მართლმსაჯულება, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მართლმსაჯულებას უსწრებდა ნეგატიურ კონტექსტში.
ეს ეპოქა დასრულდა პირველ ოქტომბერს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან თავისუფლება მოიტანა. დღეს საქართველოში 40-მდე ქართული არხი მაუწყებლობს, ანტენებს აყადაღებდნენ, ტელევიზიებს არბევდნენ, მათ შორის იყო ტელეკომპანია „იმედიც“, ჩვენს რეგიონში ტელეკომპანია „25“. აბსოლუტურად განსხვავებულია იმ პერიოდის რეალობა და დღევანდელი რეალობა შეადარო ერთმანეთს და უტიფრად თქვა, რომ მედიის თავისუფლების ნაწილი გაუარესებულია საქართველოში“, – აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.
