მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინელ აქტივისტს შორის კონფლიქტი მოხდა. აქტივისტი სააკაშვილს სთხოვდა, რომ ქალაქ მარიუპოლის რეალური პრობლემების გადაწყვეტაზე ემუშავა და ახსენებდა, რომ ადამიანთან, რომელთანაც სააკაშვილი თანამშრომლობს, ვადიმ ბოიჩენკო, 2014 წელს სეპარატისტებს ემხრობოდა. გთავაზობთ დიალოგის თარგმანს.
– თქვენ იყავით მარიუპოლში?
– არ ვაპირებ თქვენ ანგარიში ჩაგაბაროთ.
– რატომ არ აპირებთ ანგარიშის ჩაბარებას, იცით, რომ ბოიჩენკო სეპარატისტი არის? აღმოფხვერით ქალაქ მარიუპოლის კონტრაბანდა და კორუფცია. აქ ჩამოდიხართ და ჰყვებით, როგორი კარგია იმ ადამიანთან, ვინც 2014 წელს დარბოდა და “დიდება დნრ-ს” ყვიროდა.
– წადი აქედან, ბიჭი, მე თვითონ ვიცავდი მარიუპოლს.
– კარგით და ვისგან იცავდით მარიუპოლს? – ვისგან იცავდით მარიუპოლს?
– ქართველ ოფიცრებთან ერთად ვიცავდი მარიუპოლს.
– წესიერად მელაპარაკეთ, მე თქვენი ბიჭი არ ვარ. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, აქ ატივისტებს იჭერენ. აი, ასეთი დეპუტატი ხართ. ამბობთ, უნდა ვიბრძოლოო, მარიუპოლი ბათუმის მსგავსად უნდა ავაშენოო. ბათუმი საქართველოში ააშენეთ!
– წადი აქედან!
– რა განერვიულებთ, გაუწონასწორებელი ხართ? ნუ მეხებით, მე ჩემს დისტანციაზე ვარ, დახმარებას გთხოვთ, რომ ქალაქ მარიუპოლს დაეხმაროთ.
– არ დაგეხმარებით.
– და რატომ არ დამეხმარებით, მე საომარი მოქმედებების მონაწილე ვარ.
– არ მახსოვხართ.
– მეც არ მახსოვხართ, მხოლოდ ტელევიზორიდან მახსოვხართ, სახურავებზე რომ დარბოდით. მე გეუბნებით, დაგვეხმარეთ, ქალაქ მარიუპოლში 52 სეპარატისტული მარკეტია, კონტრაბანდაა და ასე შემდეგ. ვის არ მივმართე, პრეზიდენტის ოფისს, ადგილობრივ ხელისუფლებას.
დიალოგის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ტელეფონზე დაიწყო საუბარი, აქტივისტმა თავისი აზრი დააფიქსირა და თქვა, რომ ალბათ პოლიციას ურეკავს, რომ მოვიდნენ და დაგვაპატიმრონ, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ არავის არაფერში სჭირდებოდა.
ვიდეო 1 დღის წინ სოციალურ ქსელ “ტიკ-ტოკში” გავრცელდა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ უკრაინული ტელეკომანია “უკრაინა 24“-ის პირდაპირ ეთერში მეტად საინტერესო ფორმაში ჩაერთო საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მარიუპოლის საკურორტო სასწაულად გადაქცევა დააანონსა.