„ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიების ჩახსნასთან დაკავშირებით ცესკო-ში განცხადება შეიტანა.
როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წერილობითი განცხადების შეტანისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა, მათ „რუსულ პარლამენტში არაფერი ესაქმებათ.“
„სტრასბურგში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გააკეთა საჯარო განცხადება, რომ ჩვენ ვხსნით პარტიულ სიას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ წერილობითი განცხადება შევიტანეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ ჩახსნან ჩვენი პარტიული სია. ჩვენ რუსულ პარლამენტში არაფერი გვესაქმება, ჩვენ ამ პროცესს არ მივანიჭებთ ლეგიტიმაციას და გავაგრძელებთ ბრძოლას. ვითხოვთ ახალ არჩევნებს, რომელიც უნდა იყოს გამჭვირვალე და ეს გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.