საქართველო ძალიან სოლიდარულია უკრაინის მიმართ და ომის დაწყების პირველივე დღიდან ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ვცდილობდით დახმარება აღმოგვეჩინა უკრაინელი ხალხისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო არის იმ მოწინავე ქვეყნებს შორის, ვინც ძალიან აქტიურად ცდილობდა უკრაინის დახმარებას.
„ჩვენ პარტნიორებთან ერთად მაქსიმალურად ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ რეზოლუციებისა თუ განცხადებების სახით უკრაინას. მეორე მხრივ ასევე მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც არა მხოლოდ სამთავრობო დონეზე განხორციელად, არამედ ეს საერთო სახალხო პროცესი იყო, რადგან რეგიონებში, ჩვენი თვითმმართველობებიდან მთელი საქართველო ერთსულოვნად იღებდა ამ პროცესში მონაწილეობას. საქართველო არის იმ მოწინავე იმ ქვეყნებს შორის, ვინც ძალიან აქტიურად ცდილობდა უკრაინის დახმარებას. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი თუ სხვა. იმ გაწეული ჰუმანიტარული დახმარებით, რაც ჩვენ უზრუნველვყავით ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის, ამ ქვეყნებს შორის საქართველოს გამორჩეული ადგილი უკავია. ეს პროცესი რა თქმა უნდა, გაგრძელდება. სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრძანდებოდა ვარშავაში, სადაც გაიმართა ღონისძიება უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების კუთხით რესურსების მობილიზების შესახებ. საქართველო ძალიან აქტიურად და შედეგიანად იყო ჩართული ამ პროცესში და ჩვენ სხვა პარტნიორებთან ერთად მივიღეთ მონაწილეობა სწორედ ამ დახმარების ფონდის ფორმირებაში. “, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.