თურქეთის ხელისუფლებამ ონლაინ ენციკლოპედიის, „ვიკიპედიის“ ყველა რესურსი დაბლოკა. ამ რესურსთან წვდომა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შეიზღუდა. CNN Turk-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება თურქეთის კავშირგაბმულობის და ტექნოლოგიების საბჭომ მიიღო.
ამ ინტერნეტრესურსის ყველა ენაზე არსებული ვერსია დაიბლოკა. „ვიკიპედიის“ დაბლოკვის მიზეზები არ სახელდება.
საყურადღებოა, რომ 17 აპრილს ერთ-ერთმა მომხმარებელმა ინგლისურენოვან „ვიკიპედიაში“ თურქეთის პრეზიდენტზე, რეჯეფ ტაიფ ერდოღანზე არსებული ინფორმაცია შეცვალა და იქ ის „დიქტატორად“ მოიხსენია. უკავშირდება თუ არა “ვიკიპედიის” შეზღუდვა ამ ფაქტს, უცნობია.
კომენტარები