როდესაც მიხეილ ყაველაშვილს ახსენებ, გახსენდება მისი ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის მავნებლური და დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ, მიხეილ ყაველაშვილი არაფერს უშინდება, როცა დასაცავი საკუთარი ქვეყნის ინტერესებია, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.
„მიხეილ ყაველაშვილი წარმატებული და ყველასთვის საყვარელი სპორტსმენი იყო. ის არის ადამიანი, რომელმაც თავისი სათქმელი პოლიტიკაშიც თქვა. ახლა თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის ბრძოლას სხვა თანამდებობიდან გააგრძელებს. ოპონენტების ჟრიამული გვაჩვენებს, თუ რამდენად მიუღებელია „ნაცმოძრაობისთვის”, რაც კარგია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამ ქვეყანაზე გული შესტკივა“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
კომენტარები