მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მაღაზია გაქურდეს.
ადგილზე პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. სამართალდამცველებმა დამნაშავის დაკავება ადგილზევე შეძლეს.
არსებული ინფორმაციით, დამნაშავე პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც ის ნაქურდალ ნივთებს ავტომობილში ალაგებდა.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.
კომენტარები