“პარლამენტის სპიკერის, ირაკლი კობახიძის ვაშინგტონში ვიზიტი ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების პირობებში ქართულ-ამერიკული ურთიერთობები განსაკუთრებით განმტკიცდა.
“ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების უპირობო მხარდაჭერა. ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტით, რომელმაც ძალიან მაღალი დონის შეხვედრები გამართა, მათ შორის, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან და იმ კონგრესმენებთან, რომლებიც განსაკუთრებით უჭერენ მხარს საქართველოს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო განამტკიცებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, რაც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე”,- აღნიშნა ვანო ზარდიაშვილმა.