ეს იყო ურთულესი ღონისძიება, მძიმე ტექნიკის საშუალებით, ჩანგრეული სახურავის მხრიდან ფრაგმენტები ეტაპობრივად ამოიტანეს, რაც უფრო მეტად ზრდიდა შენობის ჩამოშლის რისკს, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა ფონიჭალის ტრაგედიასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ამწის საშუალებით ქირურგიული სიზუსტით მოხერხდა დიდი ფრაგმენტების ფრთხილად ამოწევა.
„ამწის საშუალებით ქირურგიული სიზუსტით მოხერხდა დიდი ფრაგმენტების ფრთხილად ამოწევა, რამაც მოგვცა საშუალება და სივრცე გამოაჩინა, რომ უფრო მეტი მეხანძრე-მაშველი შესულიყო ტერიტორიაზე და უფრო სწრაფად გაგრძელებულიყო ძებნა-შველის ღონისძიებები“, – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.
დაზიანებულ კორპუსში მცხოვრები 28 ოჯახი დროებით სასტუმროშია გადაყვანილი.
როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს.
19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები შშმ პირი ჰყვება, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.
მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.
„ამწის საშუალებით ქირურგიული სიზუსტით მოხერხდა დიდი ფრაგმენტების ფრთხილად ამოწევა”
22.11.2026 20:39:53
კომენტარები
ნანახია: 8 ჯერ
