მუსიკალურ ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის, ირაკლი ნოზაძის დაჭრის შემდეგ, პირველ დღეებში დანაშაულის მოტივად ნარკოტიკის შესაძენად გადახდილი 250 ლარი სახელდებოდა, რომელიც ნოზაძემ მასზე თავდამსხმელ თამთა ჯანჯღავას არ დაუბრუნა. თუმცა დღეს ბრალდებულებისა და დაზარალებულის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ კონფლიქტი მომღერალსა და ქალს შორის ნარკოტიკების გამო არ დაწყებულა.
თუმცა, „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა თათა ჯანჯღავას ჩვენება, რომელშიც ის დეტალურად ყვება, რის გამო დაიწყო დაპირისპირება.
ჩვენებაში ბრალდებული წერს, რომ ნოზაძეს ამფეტამინის შესაძენად 250 ლარი მისცა, თუმცა მერე ნარკოტიკის მიღება გადაიფიქრა და ფულის დაბრუნება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულ ორ ქალს პატიმრობა შეეფარდა.
ნოზაძე 25 ივნისს, საღამოს, წერეთლის გამზირზე ცივი იარაღით დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. მომღერალი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან 27 ივნისს მოხსნეს.
Imedinews-მა ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის, ირაკლი ნოზაძის დაჭრის კადრები მოიპოვა, რომელიც სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.