რადიო თავისუფლების ინფორმაციით, რუსეთის და სერბეთის საფეხბურთო ფედერაციებს FIFA-მ ჯარიმები დაუწესა. ამის მიზეზი, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე, მათი გულშემატკივრების მიერ რასისტული პლაკატების გამოფენაა.
FIFA-ს თანახმად, ურუგვაის ნაკრებთან რუსეთის გუნდის მატჩზე, რომელიც სამხრეთამერიკელებმა მოიგეს ანგარიშით, 3:0, სამარის სტადიონზე გამოფინეს ნეონაცისტური პლაკატი. რუსეთის საფეხბურთო ფედერაციას ჯარიმის სახით 10 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პლაკატზე გამოსახული იყო რიცხვი 88, რაც ნაცისტური მისალმების „ჰაილ ჰიტლერის“ საკოდო აღნიშვნას წარმოადგენს. სერბეთის საფეხბურთო ნაკრები FIFA-მ დააჯარიმა 20 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმით, რადგან მისმა გულშემატკივრებმა, ბრაზილიის გუნდთან ორი ბურთის სხვაობით მარცხის შემდეგ გამოფინეს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნაციონალისტური ორგანიზაციის მიმართ პატივისცემის გამომხატველი პლაკატი.