თბილისის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას “თბილისობა” მიულოცა.
”მინდა, „თბილისობა“ მივულოცო დედაქალაქის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს. განსაკუთრებულია დღეა, რადგან ჩვენი ქალაქის დღეს აღვნიშნავთ. წელს საკმაოდ მასშტაბური ღონისძიებებია დაგეგმილი სხვადასხვა ლოკაციაზე. ხედავთ, რამდენი ადამიანია გამოსული. ამინდმაც ხელი შეგვიწყო, სასიამოვნო გარემოა. ბევრი ტურისტია. ძალიან მიხარია, რომ კარგი განწყობაა, სასიამოვნო სიტუაციაა ყველგან, უამრავი ადამიანია. ყველას გილოცავთ! წარმატებები მინდა ვუსურვო სრულიად საქართველოს, პირველ რიგში, მშვიდობა და სიხარული არ მოკლებოდეს ჩვენს ქვეყანას.”













კომენტარები
