თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ყვითელი ავტობუსები და მიკროავტობუსები არის კრიტიკულ მდგომარეობაში.
„ყვითელ ავტობუსებს ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვთ, თუმცა მიდის მათი განახლება. დღეს რომ შევზღუდოთ და არ გამოვიყვანოთ, ხალხს ხომ სჭირდება გადაადგილება. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავთ მათ დღეს. აქაც არის მძიმე მდგომარეობა. მათი 90 პროცენტი არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. მგონია, რომ რესურსი ამოწურული აქვთ. დღეს რომ მათ ლიცენზია ჩამოვართვათ, მგზავრებს ხომ სჭირდებათ გადაადგილება, სერიოზულ პრობლემას წარმოქმნის. დღემდე დედაქალაქს არ ჰქონია სატრანსპორტო მასტერპლანი. ჩვენ მივიღეთ გრანტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან და დავიწყეთ კვლევა რომელსაც ატარებს კომპანია „სისტრა“. ჩვენ გვექნება ძალიან მალე სრული სურათი, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორი უნდა იყოს ხაზები, რა მიმართულებით. საერთოდ გვჭირდება თუ არა ე.წ. ყვითელი მარშრუტკები და ასე შემდეგ. როდესაც ეს კვლევა გვქნება, მერე ძალიან მარტივია გადაწყვეტილებების მიღება“, – განაცხადა კახა კალაძემ.