გია მაისაშვილი, რომელიც თვეებია მძიმე ავადმყოფობას ებრძვის, რამდენიმე დღეა ბერთის მონასტერში იმყოფება. მაისაშვილი მონასტერში გადაღებულ ფოტოებს “ფეისბუქზე” ავრცელებს.
“ეს არის ბერთის მონასტერი სადაც უკვე რამდენიმე დღეა ვცხოვრობ და სადაც გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.
აქვე გეპატიჟებით ყველა მსურველს ამ შაბათ კვირას, რომ ყველამ მიიღოს იგივე სულიერი სიამოვნება და აღფრთოვანება, რაც მე განვიცადე ამ წმინდა სავანეში.
ასევე, დამატებით მსურს გაგიზიაროთ წინამძღოლობისა და მართვის ახალი პრაქტიკული სქემები, რომლებიც სასიცოცხლოა ყველა თანამედროვე პროფესიონალისთვის, რა სფეროშიც არ უნდა მოღვაწეობდეს იგი.
ვისაც არააქვს საშვალება საკუთარი ტრანსპორტის დაუკავშირდით პაატა შუბითიძეს 574512992″, – წერს მაისაშვილი.
კომენტარები