„ჭარბმა ნალექმა გამოიწვია ეს ყველაფერი, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ტყის უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ამ ყველაფერს ხელი“ – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭუბერში სტიქიის შედეგად განხორციელებული მოვლენები.
ამასთან, ბახტაძე აცხადებს, რომ საჭიროა მთელი საქართველოს მასშტაბით გვქონდეს სწრაფი შეტყობინების სისტემები, ამჟამად ასეთი ორი არსებობს.
ბახტაძის თქმით, მომავალი წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით აღნიშნული სისტემების დამონტაჟების მასტაბური პროექტი იწყება.
“ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში ყველგან გვქონდეს სწრაფი შეტყობინების სისტემები. ამჟამად მხოლოდ ორ ადგილას გვაქვს, მომავალი წლიდან კი ვიწყებთ მასშტაბურ ღონისძიებას, რომ ყველგან გვქონდეს აღნიშნული სისტემები დამონტაჟებული, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ პრევენციაზე უფრო ეფექტურად იმუშაოს მთავრობამ. მაგრამ აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ პირველადი შეფასებით ჭარბმა ნალექმა გამოიწვია ეს ყველაფერი, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ტყის უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ამ ყველაფერს ხელი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მამუკა ბახტაძე – სტიქიას ხელი შეუწყო ტყის სისტემურმა ჭრამ
2018/07/06 14:54:06

კომენტარები
ნანახია: 721 ჯერ