დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ხორავას ქუჩის საქმის არასრულწლოვანი თვითმხილველი მოწმეების დღევანდელი გამოკითხვით, რამე განსაკუთრებული სიახლე არ გამოკვეთილა. დღეს კომისიის წევრებმა 2 არასრულწლოვანი გამოკითხეს.
“დღეს ჩვენ გავაგრძელეთ მოწმეების დაკითხვა და დავკითხეთ რამდენიმე მოწმე. ეს მოწმეები არიან თვითმხილველი მოწმეები. ჩვენ მაქსიმალურად დავსვით ის შეკითხვები, რომლებიც გვინდოდა მიგვეღო ამ საქმის უკეთესად შესწავლისთვის. დანარჩენ დეტალებს ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი. რამე განსაკუთრებულ სიახლეზე საუბარი არ ყოფილა”, – განაცხადა ოხანაშვილმა.
კომენტარები