ოთხი ადამიანი დაიღუპა და 22 დაიჭრა ბანგლადეშის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კიშორგანჯის ოლქში აფეთქებისა და ორმხრივი სროლის შედეგად.
პოლიციის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მდინარე ტურაგთან ადამიანების მასობრივი ლოცვის დროს აფეთქდა. ტერორისტებმა ბომბი მომლოცველთა ცენტრში ვერ შეიტანეს და ტაძრის შესასვლელთან ააფეთქეს.
შეგახსენებთ, რომ 1 ივლისს ბანგლადეშის დედაქალაქის ერთ-ერთ რესტორანზე თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა.
კომენტარები