გელა გელაძე გადადის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. უპირველეს ყოვლისა, მინდა, გეკა გელაძეს მადლობა გადავუხადო მისი საქმიანობისთვის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის რანგში და წარმატება ვუსურვო შემდგომ საქმიანობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, სუს-ის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურის კენჭისყრა პრალამენტში ოთხშაბათს გაიმართება.
„უკვე შემოსულია პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული წარდგინება, თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა, რომელსაც დღეს გადავცემთ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს. რეგლამენტიდან გამომდინარე, ვინაიდან ჩანიშვნა არის საჭირო კომიტეტის სხდომის, ოთხშაბათს დილით ჩაინიშნება კომიტეტის სხდომა ორდღიანი ვადის გათვალისწინებით და ოთხშაბათს გვექნება უკვე კანდიდატურაზე კენჭისყრა პარლამენტში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
