საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციაში დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გამჭვირვალობის კანონმდებლობაა.
მისი თქმით, ოპოზიციაში მიმდინარეობს გაჩაღებული ბრძოლა მწირი ფინანსების გადანაწილებაზე.
„ახლა უფრო ვხვდებით, ამ ცვლილებებს რამხელა მნიშვნელობა ჰქონია. თანხები, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში უკანონო ჩარევებს ხმარდებოდა, გადაიკეტა და მწირია უკანონო საშუალებები, რომ ეს ფული ქვეყანაში შემოიტანონ. ამიტომ ოპოზიციაში მიმდინარეობს გაჩაღებული ბრძოლა მწირი ფინანსების გადანაწილებაზე, ვის უნდა მისცენ ფული.
ყველას უნდა, თავის პატრონს მოაჩვენოს თავი, რომ მათი ინტერესების გატარება შეუძლიათ. ძირითადი დაფინანსებები, საიდანაც ოპოზიცია შემოვლითი გზებით მარაგდებოდა, ეს ფონდები ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ დახურა და შემოსავლები მოაკლდათ. ახლა სწორედ მწირი ფინანსებისთვის ბრძოლას ვუყურებთ“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.
