ჭუბერის ხეობის მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტების დარიგება უკვე დაიწყო. დახმარებას საკუთარ სახლებში ის კატეგორია იღებს, რომელთა სახლებიც საცხოვრებლად საშიში არ არის, თუმცა გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
მოსახლეობას ფქვილი, შაქარი, ზეთი, მაკარონი, წყალი და სხვა სახის პირველადი საჭიროების პროდუქტები გადაეცემა. პირველ რიგში საკვები დაზარალებულ 21-მდე ოჯახს მიეცემა, შემდგომ კი ეტაპობრივად დახმარებას ყველა ოჯახი მიიღებს.
ამ წუთებში ჭუბერის ცენტრში სპეციალური კომისიაა შეკრებილი, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ხელმძღვანელობს და ჰუმანიტარული დახმარების გაცემაზე მსჯელობენ.
დღის ბოლომდე სტიქიის ზონაში ზუგდიდიდან დამატებით პროდუქტებს ელოდებიან.
კომენტარები