აშშ მტკიცედ უჭერს მხარს გადაწყვეტილებას, რომელიც იქნა მიღებული 2008 წელს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ ჟურნალისტებს ნატო-ს ვარშავის სამიტის კომენტირებისას განუცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოში იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო იმის დადასტურება, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატო-ს წევრი.
“ყველამ იცით, რომ სახელმწიფო მდივანი კერი იმყოფებოდა საქართველოში. ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომელზეც მან ისაუბრა, არის მტკიცე მხარდაჭერა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატო-ს წევრი. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს გადაწყვეტილებას, რომელიც იქნა მიღებული 2008 წელს, რომ საქართველო გახდენა ნატო-ს წევრი“,-აღნიშნა იან კელიმ.