პაატა ზაქარეიშვიილის განცხადება, ჩემი აზრით, იყო ნაჩქარევი და ობიექტურობას დაშორებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მე მაკვირვებს პაატა ზაქარეიშვილის განცხადება, რადგან ეს არის აბსოლუტურად არაობიექტური განცხადება. ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობის, მათ შორის პარლამენტარების მხრიდან გაკეთდა არაერთი განცხადება და საქართველოს მთავრობა გამოხატავს „ქართული ოცნების“ ნებას, პრიორიტეტებს. ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობის წევრი გამოხატავს უკმაყოფილებას, მისი აზრით, დუმილის გამო, არის მისი გადაწყვეტილება. თუ მას აქვს სხვა მოსაზრებები, მიიღოს ადამიანური გადაწყვეტილება, რადგან მე ვფიქრობ, რომ მთავრობის წევრის მხრიდან, მითუმეტეს არაობიექტური კრიტიკა მმართველი ძალის, ძალიან გასაკვირი და მიუღებელია. ძალიან გული მტკივა ამ განცხადების გამო. ძალიან დიდ პატივს ვცემ პაატა ზაქარეიშვილს, მაგრამ მისი განცხადება ჩემი აზრით იყო ნაჩქარევი და ობიექტურობას დაშორებული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.