კასპში, სოფელ ნოსტეში ბიძაშვილმა ბიძაშვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე პირს შორის ურთიერთშელაპარაკების დროს მამაკაცმა უმისამართოდ გაისროლა, თუმცა, ტყვია შემთხვევით მის ბიძაშვილს მოხვდა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
თვითმხილველების თქმით, მომხდარისთანავე მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარები