ფეხბურთელმა გურამ კაშიამ თავისი Facebook-ის გვერდი გააუქმა და ამის მიზეზი მოგვიანებით განმარტა. „მე სანამ ერთი გულშმატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი კულტურა, მე რელიგიური ადამიანი ვარ,“ – წერს კაშია Instagram-ზე.
სოცქსელში ფეხბურთელმა იმ ბილწ სიტყვებზეც დაწერა, რაც მას სავარუდოდ აგრესიულმა გულშემატკივრებმა მისწერეს, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ასეთ აზრებს არ ითვალისწინებს.
გურამ კაშიას მიმართ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა აგრესია მას შემდეგ გამოხატა, რაც გასულ სეზონში ჰოლანდიის კლუბ „ვიტესში“ თამაშისას, მან საჯაროდ მხარი დაუჭირა თანასწორობის იდეას და ჰოლანდიის ყველა სხვა კლუბის კაპიტნის მსგავსად, ლგბტ თემის მხარდამჭერი სამკლაური გაიკეთა.
ამ ნაბიჯისთვის, „უეფას“ გადაწყვეტილებით, Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი გურამ კაშია გახდა. პრიზი იმ მოთამაშეს გადაეცემა, რომელიც სამაგალითოდ მოიქცა ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციის კუთხით.
ჯილდო ფეხბურთელს 30 აგვისტოს, მონაკოში „უეფას“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას გადაეცემა.