ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით, პრევენციულ ღონისძიებებს აგრძელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, საგარეჯოში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა სოფელ კოჯბაანში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, 8 კუბურ მეტრამდე წიფელას სახეობის საშეშე მერქანი უკანონოდ მოიპოვა. სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომობილი დაილუქა. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს.
კომენტარები