საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეორე ტურში მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი შეხვედრის 77-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა თერთმეტრიანი დარტყმის შედეგად გაიტანა.
ამ გამარჯვების შედეგად, საქართველოს ნაკრები ორ მატჩში მოპოვებული 6 ქულით ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია. შემდეგ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები 13 ოქტომბერს ანდორის წინააღმდეგ გამართავენ.
აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში „ქართული მარში“ ავრცელებდა ინფორმაციას, რომ გურამ კაშიას საწინააღმდეგო აქციას გამართავდნენ, თუმცა ხანმოკლე და მცირერიცხოვანი აქცია რამდენიმე ორგანიზაციამ ჩაატარა და არც სტადიონის გარეთ და არც ტრიბუნებზე არანაირი ექსცესი არ მომხდარა.
კომენტარები