სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ზუგდიდის მერი ლაშა გოგია ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა. სუსის ინფორმაციით, ამავე საკითხზე გამოიკითხა ააიპ-ის ხელმძღვანელი ზვიად ქარჩავაც. ინფორმაციას სააგენტო „პირველი“ ავრცელებს.
„ჩვეულებრივი, სტანდარტული კითხვები იყო ააიპ-ის საქმიანობასთან დაკავშირებით ისეთი არაფერი”, – თქვა ქარჩავამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ზუგდიდის მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” საქმიანობის შესწავლა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.
მერიაში კი ამბობენ, რომ ორგანიზაციას ყველაფერი წესრიგში აქვს და სხვა ინფორმაციას არ ფლობენ.
კომენტარები