თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. „ოპელის“, „ნივისა“ და ე.წ. „მინივენის“ შეჯახების შედეგად სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღო სამმა მგზავრმა.
ავტოავარიის შედეგად დაშავებული ქალი და ორი მამაკაცი, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიცია და სამაშველო ჯგუფები. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარები