მაია და გუკა რჩეულიშვილების დაპატიმრების შემდეგ ვახტანგ რჩეულიშვილი პირველ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს. ის ცენტრ პოინტის და მისი ოჯახის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე და მუქარის ზარებზე საუბრობს.
“ამ საქმეზე ვაპირებ უწინარესად, რომ დავიცვა მაიას და გუკას სიცოცხლე იმიტომ, რომ დამირეკეს მე ახლა მუქარებით, რომ მაია რომ მოიყვანეს საპატიმროში, იქ ჩემი ცოლიც ზისო და იქ დახვდებაო და ცოცხალს არ გამოუშვებთო, ცხადია გუკაზეც მეშინია. თავიდანვე პროკურატურა ითხოვდა სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენებებს. სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენებები არ მისცა მაიამ და ვერც მისცემდა“ – განაცხადა კომპანია ცენტრ პოინტ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ვახტანგ რჩეულშვილმა.
კომენტარები