თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
კახა კალაძემ მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებები რეგიონის ყველა ქვეყანას უქმნის საფრთხეს.
„მინდა, გამოვეხმაურო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს. საომარი მოქმედებები რეგიონის ყველა ქვეყანას უქმნის საფრთხეს. რასაკვირველია, ჩვენც ვერ ვიქნებით გულგრილნი ამ პროცესისადმი. სამძიმარს ვუცხადებ როგორც ირანის მოსახლეობას, ისე ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს და მათ მშვიდობას ვუსურვებ. მშვიდობა ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას, მთელ მსოფლიოს, რადგან მშვიდობის გარეშე შეუძლებელია განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა. მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს. მშვიდობის გარეშე ვერ შევძლებთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, წინსვლას, აღმშენებლობას. ცხადია, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს პოლიტიკა გაგრძელდეს და მშვიდობა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
