ისტორიული დღე! საქართველოს რეკორდი მსოფლიო რეკორდს აღემატება!
ლაშა ტალახაძემ ქართველ გულშემატკივარს საჩუქარი გაუკეთა და აკვრაში 264 კგ დაიმორჩილა! ორჭიდის ჯამში კი 478 სარეკორდო წონა მოაგროვა!
ძალოსანთა საქართველოს ჩემპონატი დასრულდა. საქართველოს უძლიერესმა ძალოსნებმა არაერთი პირადი რეკორდი გააუმჯობესეს. გავხდით მსოფლიო რეკორდის მოწმეც და თვთმხილელიც. ქართველმა გოლიათმა ლაშა ტალახაძემ აკვრაში მსოფლიო რეკორდი (264 კგ.) დაამყარა. რეკორდული იყო იყო ორჭიდის ჯამიც – 478 კგ.
წინ აშხაბადის მსოფლიო ჩემპიონატია. გულშემატკივარი ლაშა ტალახაძისგან მსოფლიო ფიცარნაგზე ჩემპიონობას მსოფლიო რეკორდით ელოდება.
კომენტარები