საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას ინდონეზიის რესპუბლიკის სულავესის კუნძულზე 28 სექტემბერს მომხდარი მიწისძვრის და მის მიერ გამოწვეული ცუნამის შედეგად ასობით ადამიანის გარდაცვალების გამო.
“დამანგრეველმა მიწისძვრამ და ცუნამიმ გამოწვია არამხოლოდ ადამიანთა ტრაგიკული დაღუპვა, არამედ მიაყენა მნიშვნელოვანი ზარალი რეგიონის ინფრასტრუქტურას. საქართველო გვერდში უდგას მეგობარ ინდონეზიას ამ მძიმე წუთებში.საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ უთანაგრძნობს ინდონეზიის მთავრობას და ინდონეზიელ ხალხს და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.”- ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები