სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“ ევაკუაცია გამოცხადდა.
როგორც ადგილიდან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, სავაჭრო ცენტრში მყოფებს მოსთხოვეს მაღაზიების ტერიტორია დაეტოვებინათ.
“ეს არის ავტომატური შეტყობინება ევაკუაციის შესახებ. გთხოვთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მიბრძანდეთ უახლოეს გასასვლელში. შეასრულეთ პერსონალის მითითებები”, – ნათქვამია ხმოვან შეტყობინებაში, რომელიც ადგილზე ისმოდა.
მოგვიანებით, სავაჭრო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, რომ განგაშის შესაბამის ღილაკი შემთხვევით ჩაირთო
კომენტარები
