დარეჯან ლიპარტელიანი
გუშინ ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ ერთ–ერთგამოცემასთან საუბრისას სკანდალური განცხადება გააკეთა.
„ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე გახსნილია, მომავალი კვირიდან შესაძლოა, იურივაზაგაშვილის საქმეზე შუალედური დასკვნა გახდეს ცნობილი.პროკურატურას ახალი ოპერატიული ინფორმაცია აქვს, რომლითაც ამ საქმისდეტალები გახდება ცნობილი“–ო.
ადვოკატმა ირმა ჭკადუამ კიდევ ერთი ცნობილი მკვლელობის შესახებ გააკეთა სკანდალური განცხადება და საქმის გახსნა დააანონსა.
– მე გვარებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ძალიან მალე აფრასიძეების საქმეგახსნილად გამოცხადდება. რაც შეეხება ეჭვმიტანილთა სიას, გეტყვით, რომშთამბეჭდავი იქნება ეს სია. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, ამაზე განცხადებასპროკურატურა გააკეთებს, ეს მათი პრეროგატივაა.
ცნობილი, რომ აფრასიძეების ოჯახის განადგურებაში, აფრასიძეების ოჯახის წევრი დოდო აფრასიძე იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს გია ბარამიძესადებს ხელს და მას ადანაშაულებს. ცნობილია ისიც, რომ დოდო აფრასიძემპროკურატურას საჩივრით მიმართა, სადაც გიორგი ბარამიძისა და იმ პირთა დასჯას მოითხოვდა, ვინც აფრასიძეების ოჯახის დაბომბვასა და ამოხოცვაში მონაწილეობდა. ამის შესახებ მედიაში წლების განმავლობაში იწერებოდა.
“ექსკლუზივ ნიუსმა“ კი აფრასიძეების მკვლელობის შესახებ, ერთი საინტერესო და ექსკლუზიური ინფორმაცია მიიღო.
გენერალურ პროკურატურას მზად აქვს დოკუმენტი პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის სახელზე, სადაც პროკურატურა პარლამენტის წევრის, გიორგი ბარამიძისთვის იმუნიტეტის მოხსნას და მის დაკითხვას ითხოვს. დოკუმენტი უკვე მზად არის და იმ კვირის დასაწყისში ამ საკითხზე პარლამენტი იმსჯელებს. თუმცა “ექსკლუზივ ნიუსთან“ იმასაც ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ამ მხრივ უმრავლესობა არ იყოს ერთსულოვანი. რადგანაც “თავისუფალმა დემოკრატებმა“, არ არის გამორიცხული, რომ გიორგიბარამიძის მიმართ დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას ხელი შეუშალოს და პროკურატურის მოთხოვნას უარი უთხრას. ამ შემთხვევაში, პროკურატურამ, სავარაუდოდ, სამართლებრივად სხვა ბერკეტი უნდა გამოიყენოს.
„ექსკლუზივ ნიუსთან“ საუბარში კი პროკურატურის კონფიდენციალური წყარო დაბეჯითებით აცხადებს, რომ გიორგი ბარამიძის შესახებ პროკურატურას უამრავი მტკიცებულება აქვს, აფრასიძეების ოჯახის ამოხოცვის ბრძანება მიხეილსააკაშვილმა გასცა და ეს ბრძანება სისრულეში მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ მოიყვანა. ასევე შს სამინისტროს იმჟამინდელი რამდენიმე მაღალჩინოსანი ამ დანაშაულის ჩადენისთვის აუცილებლად იქნება დაკავებული. მოკლედ, მომავალ კვირას აფრასიძეების საქმეც გახსნილად გამოცხადდება. პროკურატურა პარლამენტს გიორგი ბარამიძისთვის იმუნიტეტის მოხსნას მოსთხოვს და მას ბრალიც წარედგინება.
თუ ეს ინფორმაცია გამართლდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ დაგვიანებით, მაგრამ სამართლიანობის აღდგენა მაინც დაიწყო. ერთადერთი, რითაც შეიძლება ამ ხელისუფლებამ თავი გადაირჩინოს და ხალხის სიყვარული დაიბრუნოს, სამართლიანობის აღდგენა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა, სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია. იმედია, ხელისუფლება ახლა მაინც არ გაუშვებს ხელიდან იმ სადავეებს და შანსს, რითაც შეიძლება ხალხის ნდობა დაიბრუნოს. ვნახოთ, რა მოხდება, ეს სამართლიანობის აღდგენის რეალური სურვილია, თუ მორიგი ფარსი ხალხის მოტყუების. ამას დრო და რეალური საქმეები გვაჩვენებს…