შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი დღეს საქართველოს ეწვევა. მას ოფიციალური შეხვედრები ექნება როგორც პრემიერ-მინისტრთან ისე საგარეო საქმეთა მინისტრთან.
გაერო-სა და ევროკავშირთან ერთად, ეუთო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეა. მოლაპარაკებების მიზანია რეგიონში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე დიალოგის ხელშეწყობა.
კომენტარები
