ჩვენი ხელისუფლება ღიაა დიალოგისთვის, მით უმეტეს, ეუთოს ხელმძღვანელ პირებთან, ვისთანაც მუდმივი დიალოგი და ურთიერთკავშირი გვაქვს, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მათ საქართველოში მიმდინარე პროცესები სწორად დაინახონ.
„ზოგიერთი ძალა ინფორმაციის დამახინჯებით ცდილობს საქართველოში არსებული მოცემულობა სხვა კონტექსტით წარუდგინოს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ სწორი პოლიტიკური სურათი დავანახოთ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი დღეს საქართველოს ეწვევა.
კომენტარები
