თბილისში, მდინარე მტკვრიდან 28 წლის მამაკაცი მაშველებმა უვნებლად ამოიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მამაკაცი, ორთაჭალჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალში იყო შესული და დახმარებას ითხოვდა.
მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მუშაობდა ერთი სამაშველო ჯგუფი.
კომენტარები